მატარე
🦋 მატარე... ოღონდაც ვხედავდე სად დავალ, რას ვსუნთქავ ვიცოდე, სალმუნად გულისა, დაგყვები აღმა და გაღმა და გადაღმა, თილისმად, ყისმათად, საბერად სულისა, გიყურებ, შენ თვალში ჩავტოვე ნაბიჯი, სათავე, საწყისი, ძირი ფსალმუნისა, მიყურებ, თვალსა ხრი, ფეხდაფეხ კვალში მდევ, არა ხარ! არა ვარ, მთქმელი ს ა მ დ უ რ ი ს ა! დრო მიდის, ფეხები რჩებიან ადგილზე, ჯიუტად აბრუნებს კარუსელს ტიალი, - წახვედი? - მოვედი. - აქა ხარ? - შორსა ვარ. ხმას იჭერს სექტემბრის კოცონის ბრიალი. 🍁🍂🍂🍁 ნ. ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი