ხედავ ?-
💕 ხედავ? - ვერ ხედავ, რომ ფეხმორთხმულან ვეება ფრთები, შენ კი ოცნებამ გაგიტაცა, ვერაფერს ხვდები... გესმის? - არ გესმის. არ უსწავლიათ ეს ენა შენთვის, ზოგჯერ, სიმართლე და სიცრუე ერთმანეთს ერწყმის... იცი? - არ იცი, ანდა უბრალოდ, შენ ჯერ არ იცი, რა გულისწყრომას ჩურჩულებდა ანცი ნარცისი... მაგრამ ვერ გიწერ დაბალ ქულებს, კანკალებს ხელი, გიგზავნი ღიმილს, გულწრფელ ღიმილს , ვიცი, რომ ელი... 💕 ნ. ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
🩷