არ ვიცი ...
*** არ ვიცი, სად ხარ... სად შეჩერდი... სად გააგრძელე... ვინ შემოგწყრა და ვინ, სულგრძელად რა გაპატია... გადაუქროლეს შიშველ ხეებს თავზე ღრუბლებმა, ქროლვა დღეების ანარეკლის ჩანახატია. ჩიტების გუნდი მიაშურებს სამხრეთს წყურვილით, ცაზე ალმასმა ნისლიანი სივრცე დახია, არ ვიცი, სად ხარ... სად შეჩერდი... სად გააგრძელე... წვიმის გუბეში ჩავარდნილი მთვარე ანთია... 💗 ნ. ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი