აპრილი აპრილში
აპრილი აპრილში ცა დაიფხაჭნა, აენთო მზეზე, აპრილის თვალი - ბუდე მაისის, სიცოცხლის ამგვარ ფერიცვალებას, დაიტევს ალბათ, ლურჯი აისი. შემოიცინა მთელი დუნია, მოვარდნილ დარმა, კართან, რომ იცდის, ამ დღეს ნარცისებს არაფერს ვკითხავ, ამ დღის პასუხი გვირილამ იცის... დრო, წამ-მზომს კარგავს, აცელქდა კადრი, პირი იბანა სამყარომ ნამით, აპრილის სიო დილიდან მიწვევს... მაფიქრეთ ჩემთვის, სულ ერთი წამით... ეს ... გამაცალეთ! ცოტა ხნით თუნდაც, აზრი და გეზი არცთუ ადვილი, თურმე, მზე იხდის ყველა საფასურს... თურმე, მზეს არ სურს მერქვას დაღლილი. ფეხმორთხმულ ფრთებმა სული ჩაიდგეს, ისროლეს ცაში ხვალის ხალისი, სიცოცხლის ამგვარ ფერიცვალებას, დაიტევს ალბათ, ლურჯი აისი. ნ.ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი