ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო, ქალებს...
ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო, ქალებს და აედევნეთ ლამაზად ქუჩებს... თუგინდ ზამთარი მზის სხივებს კლავდეს, თოვდეს ან ქუხდეს! გადმოსულ სითბოს ხელიდან - ხელში, გულიდან - გულში, ტანიდან - ტანში, მოჰყვება მზე და სიყვარულისფერ ყვავილებს გაშლის. ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო ქალებს, გზა იდოს ახლო, ან თუნდაც შორი, ცხოვრებას უდრის როცა მოდიან ქოლგის ქვეშ ორნი... და როცა უყვართ და როცა გრძნობენ, რა ადვილია ღრუბლებში ცურვა, შეყვარებულებს, მეგობრებს, ცოლებს... სჭირდებათ ზრუნვა. ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო, ქალებს..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი