მარო თარხნიშვილს


იქნება ქარებს რა აწუხებთ,
ჰკითხეთ, გეთაყვა...
ეს თებერვალი გულს მარწუხებს
მაჭდობს, ვფეთქავღა...
ალბათ, მაშინაც  იდგა ღამე
კუშტი და ბნელი,
19 თებერვალს, მაროზე რომ
აღმართეს ხელი...
თუ შევიყვარებ, იქნებაო
მარადიული, -
ბრძოლის კვალდაკვალ დღიურს წერდა
მარო, ღვთიური.
მას მერე ქარი ელეწება
წელთა თებერვლებს,
მას მერე ომში ილეწება
ჩემი მერმისი.
იქნება ქარებს რა აწუხებთ,
ჰკითხეთ, გეთაყვა,
ნეტავი მარომ რა იფიქრა...
ის, რაც... ვეღარ თქვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი