მამას...
მოთოვა, მამა... ალბათ, თეთრია დღეს ძლევისქედი... ნეტავი ახლა შენთან ჩახუტებას შევიძლებდე! როგორ მომენატრე... ნუთუ არ გაკლივარ, მანდ, სადაც ხარ... განა გსაყვედურობ, ვწუხ, სიყვარული არ დაგვცალდა... გადაიფიფქნენ გაუკვალავი, გუშინ მოშავო გზები, სიკეთის გზებზე, მამიკო, ისევ მეგზურად მრჩები. თოვლის ფერები... ქრიზანთემები მოგართვა დედამ... ბოლოს რომ გნახეთ, რა ლამაზები იყავით ერთად... მოთოვა, მამა... ალბათ, თეთრია დღეს ძლევისქედი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი