***


როგორ უცაბედად გაგვიქრებიან ხოლმე
თვალთახედვიდან,
რომელთაც დიდი ,,გულწრფელობით"
ჩვენთან ახლობლობა მოახერხეს...
იქამდე გვდიეს, ვიდრე ჩვენი ნაბანი წყალი
სულის მირონად არ იკმიეს...
როცა ბოლომდე მიითვალეს,
მიაღწიეს დასახულ მიზანს...
იმ ნაჭუჭში გამოიკეტნენ,
სადაც ერთი საცოდავი ჭუჭრუტანაა,
რომლისგანაც ჩვენ აღარ ვჩანვართ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი