სიბერისა


მზე როცა ძვლებზე გადავიკარი,
ამინდებმა მაშინ მიმტყუნა. 

თანამეცხედრე თავს გაებუტა:
ჩემსწორები მიწამ ისაგზლა,
თავმკვდარს სიკვდილის ტრაპეზი თუ დამანაყრებსო. 

ბნელ ზამთრებს ერთად ვუმკლავდებოდით, სიცილ - ლაყბობით,
ამ ქვეყნისას ვთხზავდით არაკებს. 

ახლა ვზივარ და ცარიელი სოფლის დარდებს ვხრავ.
და ჩირდედაკაცს აქაურთა ვეღარას ვამცნობ. 

გაღმაა ყველა. ჩვენთან ცოცხალთა სულთათანაა.
- ქალო, სუნთქავღა ? - მარადისობას როგორ ვეძმო,სანამ შენ მყავხარ. 

სიზმრის ტყისპირებს შეჭირხლული ღიმილით დავდევ,
შე დალოცვილო, მიწავ, მინდიხარ,
ხომ გამოგვცერი, მიგვაჩვიე შენიანობას. 

რაც მახსოვს, ღირდა ამ ყოფად და რაც აღარ მახსოვს, ალბათ, კი ღირდა. 

ჩამეკარ მზეო, ჩამოხედე ჩემ გახუნებულ დღეისდღეს და ლოცვა წაიღე: 

ტკბილად დაბერდეს ჩემი მოდგმა,
ამინ, უფალო,
სიბერისა სხვა ცხონებაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი