ფერნაცვალ ფიქრთან


დღეს, როცა ამინდმა, ფერნაცვალმა, 
გახვითქულ მიწას ჩამობანა
ჩოქვით და ხოხვით დამტვერილი მუხლისთავები, 
ვაზმა მტევნები, ნამიანი,  მარცვალ - მარცვალ,  ჩამოარიგა… 
მზე გადაყლაპა ღრუბლის ქულამ, ციცქნა აბივით… 
ქალაქმა შუბლი მიუშვირა მწუხრის გრილ ნიავს, 
გავირინდე
ტირილისგან დაღლილ ბავშვივით, 
ჩავუთქვი ჩემს თავს… 
შევჩერდე უნდა, მოვიცადო, 
ფიქრით ცხოვრებას გავუსწარი და ვერ ვეწევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი