ციციკორე (მრავალწერტილი)


ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს ციციკორე, 
ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი... 
ბედი ცაში წყდება, ბედი... თორე 
უცოლოც კაცია და ცოლიანიც.
ფუფალა თუ მიარღვევს ოღრო-ჩოღროს, 
წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა,
შიოლა...  ყველასია...
ყველა გოგოს უნდა კაცი სწორედ მაგისთანა.
გთხოვ, ნუ შეაფურთხებ ანგელოზს ციციკორე,
შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი,
ბედი ცაში წყდება...ბედი თორე,
უცოლოს ერქმეოდა ცოლიანი.
ლოდებთან დაჩოქილს, ნანგრევთან სიკვდილი,
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვის ყორე,
ერთადერთს, ერთადერთს დაკარგულს მივტირი, 
სული ტალახისთვის ცოდვაა, ციციკორე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი