ქალებს
ქალებს, რომელთაც საპატარძლო არ სცმიათ კაბა, ქალებს, რომელთაც ოცნებები დაესმსხვრათ, ბროლის, ქალებს, რომელთაც ძალას მატებთ ბღავილი ქართა, ქალებს, რომელთაც გამოარჩევთ სხვა ქალთა შორის. ქალებს, რომელთაც სულს ჰპარავენ ყოველდღე, მალვით, ქალებს, რომელთაც მკერდით დააქვთ სამყაროს ცეცხლი, ქალებს, რომელთაც აღარ შეხვდათ შვილი და ქმარი, ქალებს, რომელთაც არ ხიბლავდათ ოქრო და ვერცხლი. ქალებს, რომელთაც ფრესკებისას მიუგავთ მზერა, ქალებს, რომელთაც სიყვარული ღმერთამდე მიაქვთ, ქალებს, რომელთაც ამ ცხოვრებამ დააკლო ვერრა, ქალებს, რომელთაც არ ჰკითხეს და არ უთქვამთ ,,დიახ"… ქალებს, რომელთაც გაზაფხული შეაჭკნათ თმაში, ქალებს, რომელთაც ნაოჭებმა აუწყო ფეხი, ქალებს, ამ ქალებს, ბედისწერამ ავდრიან დარში გადაუსახლა ან მოუკლა ხელახლა ღმერთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი