მარინა დაიაურს
ღრუბლებს თუ მოსწყდა შენი კოშკი - ბროლის შანდლებით, კი არ დავდივარ, აქ მეც თითქოს ზღაპრის ქალი ვარ, ელავს და ვფიქრობ, ზეცა დაწვეს ცხელი შანთებით, - მზე პირს იბანსო, ისე მშვიდად ამბობ, მარინა... რომ სველ ყვავილებს ავაყოლო უნდა კვლავ სუნთქვა, ისე ავუყვე ციცაბოებს წმინდა ტაძრისკენ, რა იქნებოდა დაგვხვედროდა შინ შენი მურღვა - მეციხოვნედ რომ შესდგომია კაცი მთა - ციხეს... ღრუბლებს თუ მოსწყდა ბროლის კოშკი - სავსე ბეღელი, ღვინო და პური, გუდის ყველი და ქვის მაგიდა... არდოტის წვიმას გამახსენებს შენი სახელი... მზე პირს იბანსო, რომ ამბობდი, მშვიდად, მარინა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი