ბარათები


ერთურთს ბარათები მისწერეთო, -
ჩემი ბამბისქულა ბარათები...
თვალებზე ფაქიზად გეფინება
ლამაზად, ისე გამალებით... 

ჩუმი ოცნებების პეპლებია,
ფრთათეთრი და ფრთაფარფატები,
მაგ ლურჯი ზღვების აღელვებას
დაადნენ თოვლის ყარყატები... 

აბა, ამ ბარათებს რას გაუგებ,
დნებიან უტყვი მონატრებით,
ციდან სიყვარულით მოფარფატე
ფიფქები - თეთრი მონაზვნები. 

ერთურთს ბარათები მისწერეთო...
მოგწერე, ქრებიან წაკითხვამდი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი