ხვალ, რიჟრაჟზე - ვიქტორ ჰიუგო


ხვალ, რიჟრაჟზე გაეყრება ბინდი ცისკარს,
წავალ. ვიცი, შენ მე მხედავ, მელოდები,
გადავივლი შორი გზებით ამ ტყეს, იმ მთას,
გულზე მადევს უშენობის მე ლოდები. 

ფიქრი მზერას გამიქვავებს  ეულს, მარტოს,
მოკუნტული, ვეღარ ვიტან ხალხს და ხმაურს,
ურვა - ჭმუნვით, უსასოოდ ხელს - ხელს ვაჭდობ,
ბნელი  ფარავს სულში ნათელს -  დღეს - სასწაულს. 

მოქარგული ოქრომკერდით დაისები
და ალფლორის  იალქნები თვალს ვერ მომწყვეტს,
მოვაღწევ და მა, საფლავთან დაგიჯდები,
თავთ დაგიფენ მანანებს და ჭყორის ტოტებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი