ლარისა რუბალსკაია
ლარისა რუბალსკაიას თვითირონიითა და იუმორით სავსე ლექსი *** მიდიან წლები, წლები გარბიან, ვირგებ პროთეზს და სუნთქვა რარიგ ჭირს. სარკეს ავიღებ... რა გიხარია, ყელი ნაკეცი, სახე - ნაოჭი... ფეხსაცმელს ვირჩევ ჟურნალებიდან, ვერ ჩავაკვეხე ბრტყელი ტერფები, დავბრუციანდი სულ თვალებიდან, ახლოსაც, შორსაც ვერ ვიხედები. არც ყურში მესმის, მივჯდები იქვე, თუმცა ხანდახან სხვაგან მაქვს საქმე, ვიხსენებ დიდი პუშკინის სიტყვებს: ,,სიყვარულს არ აქვს ასაკი" და მე... ვფიქრობ, სიბერე ხელს ვერ შემიშლის, და ვაფახულებ თვალებს ასეთ დროს, ვიპრანჭები და წამწამებს რომ ვხრი, ჩანთაში ვეძებ სიმწრით ვალიდოლს... მსურს ჩავეხუტო მამრს ვნებიანად, ოხ, ეს სათვალე, ხელს მიშლის, კეხზე, მეხსიერება მთლად დამებინდა რად ვწევარ ნეტა, ამ კაცის მკერდზე? გაგიმხელთ, ერთი ნუგეშით დავალ, კი უარესი გავხდი, ვინც ვიყავ, იმაზე ბევრად უკეთესი ვარ, მე რომ ვიქნები, მაგალითად, ხვალ. თარგმნა ნინო მოდრეკილაძემ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი