მავჯუდა ჰაქიმოვა - კავკასიონის მთებს


აქამდე ხოტბა ვით არ გითხარ, ცამდე მაღალო,
კავკასიონო, შემოსილო ღრუბლების  ქუდით...
ჩემი ლექსებით მიმოვქარგე მთელი სამყარო,
და შენი მთების ქება არ ვთქვა, ნეტავ, რას ვუცდი.... 

როცა ქედებზე მოგეახლე, გულმა ილაღა,
თვალწინ მზის სხივით მოელვარე ჩანდა კალთები,
და მწვანე, მწვანე ხალიჩები გაშლილ იალაღს
ულაპლაპებდა, ვით სპარსული ფიანდაზები. 

დაუვიწყარი სილამაზე ისევ სულს მტაცებს,
წყაროს ჩუხჩუხი და ანკარა ნაკადულები,
დღემდე ვიხსენებ - ცის ტატნობქვეშ თითქოს სუნთქავდნენ...
მთების სოფლები, მერცხლებივით შეყუჟულები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი