ათაოლ ბეჰრამოღლუ
რა მშვენიერი იყო, ღმერთო, ყოველი დილის დედ - მამის სახლში გათენება, რარიგ ლამაზი. როცა სისხამმზის ქორფა სხივი საწოლზე ხტოდა - ცელქი და ნაზი. როცა ვხედავდი, რა სიფრთხილით აღებდნენ კარს და ისევ უჩუმრად მიხურავდნენ, მიფრთხილდებოდნენ... მე კი მეღვიძა და ვფიქრობდი, რარიგ კარგია, იწვე და სხივთა ანარეკლი გეფინებოდეს. მძიმე მაგიდა, დერეფნების ოდნავ სიმუქე, ყველა ნივთში რომ ჩემ მეგობარს ვხედავდი წინათ, დინჯი მამის და ნაღვლიანი დედის ლანდები, სისხამზე მათი ფორიაქი, წმინდაზე წმინდა. დღეს მენატრება... გულს მატკიებს ეს მონატრება, ბავშვობის დღენი გამახსენა, ვუწყი, ამინდმა, დაბრუნდეს ჩემი ყველა დილა დედ - მამის სახლის, დაბრუნდეს, ღმერთო, სულ ეს მინდა, თუკი რამ მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი