ორი დათვი


ერთხელ ორი დათუნია,
დილით ადრე ადგა,
მინდორში გაბაჯბაჯება
გადაწყვიტეს რახან.

სულ დუდუნით გაუყვნენ გზას,
აღმაცა და დაღმაც,
სანამ მინდვრამდე მივიდნენ
გაიარეს ცხრა მთა.

როგორც იქნა ეღირსათ და...
მოაღწიეს, აჰა!
ცოტა ხანში ტორით თელდნენ
მინდვრის ქორფა ბალახს.

თუმცა უცებ უცნაური
დაინახეს რაღაც.
ზუსტად მათკენ მოფრინავდა,
ფორმით მრგვალი გახლდათ.

_ ვაი, ნეტავ რაა?
უჩვეულო რამ ჩანს.
ამისთანა უფრთო ჩიტი,
ჩვენთან ტყეში არ გვყავს.

-__ და ეგება ქვაა?
დიდი, მრგვალი ქვაა,
ვიღაც რეგვენმა ააგდო,
თავს ჩვენ ვუშვერთ ახლა!

__ ქვა არა და ლოდი,
უნდა იყოს ლოდი!
თან ტალახში ნაგდებია,
მაგიტომ აქვს კოპლი.

__ ნეტავ ასე ვის ემჩატა,
ვინ დაღვარა ოფლი?
ამის მსროლელს ან მოსცლია,
ან არა აქვს გონი!

თუ დავიჭერ არ ასცდება,
ეს ბუხუნა ტორი!
-__სანამ ასე დუდღუნებდა
და იქნევდა მუშტებს,

მანამ ბახ....და ის უცნობი
დაასკუპდა კუშტ ბელს.
ჰოდა, იწვა გაშხლართული
წუთი ოცდაორი,

მერე თვლემა მობეზრდა და...
ჯმუხს გამოჰკრა ტორი.
__რას დამტირი, ცოცხალი ვარ,
არ ყოფილა ლოდი.

ამ ვაივიშს ძმაო გვიჯობს,
ვითამაშოთ მოდი.
და მას შემდეგ უკეთესი
გასართობი არ აქვთ,

სადაც არ უნდა წავიდნენ,
ბურთი მუდამ თან აქვთ.
ხან დასდევენ, ხან კენწლავენ,
ან ურტყამენ კარში,

ერთი მეორეს ეძახის
პასი მომე, პასი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი