მელიების ქორწილი


ერთხელ მელამ ქორწილში,
მტვერში, ქარში, ორპირში,
ხმელი ხის და კლდის ძირში
მაყარს უხმო კისკისით.

თანაც სუფრა გააწყო,
მტრისას, რაც ზედ დააწყო.
რასაც პირი ვერ ახლო,
სართულ_სართულ გააწყო.

თხილ_კაკალი კერკეტი,
ვინც ეწვალოს, ჩერჩეტი!
დოქით ღვინო რჩეული,
თუმცა ძმარად ქცეული.

აქეთ ჩენჩო, ყუნწები,
ნაფცქვენები, კურკები.
იქეთ ხმელი ფუჩეჩი,
ვატყობ ესეც ულევი.

რქა, ძვალი და ბუმბული,
გახლავთ ჩამოტარებით.
თანაც, ვაი იმდენი,
სიქა გაწყდა ტარებით.

აი, ასეთ სუფრაზე
ვინც კი მელას ეწვია,
დამიჯერეთ, არ ვაჭარბებ
ცუდი ბედი ეწია.

უეჭველი დააშავეს,
ცოდვა წამოეწიათ,
თორემ მელას მაყრად ყოფნას,
სახლში ჯდომა ერჩიათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი