Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_u61diea7h921gcgg47j1uav4j9, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წუწუნა - ნინო მზესელი | საბავშვო

წუწუნა


აწრუწუნდა წრუწუნა,
არის კაი წუწუნა,
სხვენში რასაც გადააწყდა,
იწუნა და იწუნა.

_ თხილ_ კაკალი ფშუტეაო,
მკვახედ ჩაიწრუწუნა.
_ჩურჩხელა მთლად გადახმაო
ურცხვად დაიწუწუნა.

უცებ ყველი ისუნა და...
მისკენ გაისუნსულა.
ხაფანგს როგორ გადაურჩა?
ფიცარი დაიწუნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი