ბაჯბაჯა ბელი
ბაჯბაჯა ბელს რა უნდა? ერთი დიდი სკა უნდა! მძიმეა და ძვრა უნდა, ბელს კი გარჯა არ უნდა. მაგრამ თაფლი ხომ უნდა? უნდა, აბა არ უნდა?! ჰოდა, გარჯა მოუწევს, უნდა ეს თუ არ უნდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი