მუსიკოსები ტყიდან
__ მე დავიჭერ წინწილას, თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ. დოლი ერგოს დათვს, უბუთქუნებს თათს. მგელი ჩონგურს ჩამოჰკრავს, არ შეირცხვენს თავს. სალამურზე დაუკრავს ტურა, ჩვენი ძმა. ფოცხვერს ჭიბონს მივანდობთ, კი გაართმევს თავს. ჩანგი კვერნას დამშვენდება, დიპლიპიტო_მაჩვს. ხემიანი ჭიანური დაე, ჰქონდესთახვს. სერენადას ბუ იმღერებს, კი აქვს კარგი ხმა. მოკლედ, ყველა თუ დავუკრავთ, მოვიწონებთ თავს, სოფლად ვერვინ ვერ მიხვდება, იქ რა მიზნით ვართ! ჩვენს დაკრულზე ფრთებს წამოშლის ინდაური, ბატი... ცეკვა_ ცეკვით გამოგვყვება ძროხაცა და ცხვარიც. აი, ასე ანაწილებს მუსიკოსებს მელა, თან ამდენი ლაქლაქისგან, არც ეღლება ენა. გლეხი თოფს, რომ მოიმარჯვებს, ეს კი ავიწყდება. ჰოდა, მელას ვინც აყვება, დასჭირდება შველა, კაი მარჯვე სირბილი და კისრისტეხვით რბენა. .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი