ტყეში სკოლა გაიხსნა
ტყეში სკოლა გაიხსნა, შროშნის ზარი გაისმა, კურდღელიც და მელაკუდაც, სკოლისაკენ გაიქცა. დათვი მიდის ბაჯბაჯით და ტორს აშველებს ციცქნა შველს, მისი ჩანთა ბუმბულივით, ემჩატება მის მხარ_ბეჭს. აგერაა რუხი მგელიც, მოძუნძულებს სერიდან. პირობა აქვს დადებული, კარგად სწავლობს დღეიდან. ციყვმა სკოლა გააცდინოს? ასეთი რამ სად თქმულა?! უთენია წამოხტება, ისე, თქმაც კიარ უნდა. ზურგეკალა ზღარბიც მოდის, ჩანთას თათით ატარებს, ათები რომ მოიტანოს დედა ამას აბარებს. ა, ბატონო, მოსჩანს მაჩვიც, თათს აბგისკენ აპარებს, საუზმობა ვერ მოასწრო, ჰოდა, თაფლს ჭამს მალ_ მალე. სკოლისაკენ თაგუნებიც, ციმციმ_ ციმციმ გარბიან, კიკინებზე თეთრი ბაფთით, ლამაზები არიან. წიგნი ყდაში ჩაუსვია, მერე გულში ჩაუკრავს, _ დახევას და დაჯღაბნას სჯობს,_ კვერნამ თრიას აუხსნა. იმიტომ რომ ბეჯითია, იმიტომ რომ ჭკვიანია, ჭკუა კიდევ ძვირად ფასობს, ქუჩა_ ქუჩა არა ყრია. ტყეში სკოლა გაიხსნა, შროშნის ზარი გაისმა, ლომიც, ვეფხვიც, ჭიაყელაც ამ სკოლისკენ გაიქცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი