მეგობარ პოეტებს
კვლავ ბრწყინავს თქვენი სახელი და გრგვინავს თქვენი ლექსი . ეჰე, რა მაღლა ახველით, ცათა ღაღადიც გესმით . ლომის ბუხუნის მაგვარი, თქვენი ბუხუნი მძლავრობს . მუხის გულივით მაგარნო, თქვენ ჩემი მიწის ძარღვნო . თმებში კი მაინც დაყრილა, თეთრად დაყრილა ბროლი, დრონი წასულან, აყრილან, ვაი, წასულან დრონი . დროსაც სიმღერით წამლობენ და აჩოქებენ მგონი . დრონი წავლენ და წამოვლენ, რას დაგვაკლებენ დრონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი