ალუჩა


ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები,
თებერვალია, შენ კი თითქოს ზამთარს გვპირდები,
ჯერ ისევ ისე ზამთრის ქარი დაფორიაქობს,
მოხდება ასეც:
თოთო კვირტებს უცებ მიათოვს…
და მაგ სილურჯეს აპრილამდე ვეღარ მიიტან
და ყვავილობა გაგიქრება ზღაპარივითა.
… ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები.
შენი ყლორტები
ისე ჩვილი
ისე სუსტია,
ვეღარ გაუძლებს დღეებს სუსხიანს.
ფრთას დაგატოლებს უცაბედად სუსხი თებერვლის
და ვერ დაგიცავ.
ვერ გაგათბობ სულის შებერვით.
გაგიხუნდება ნაადრევად ფარჩის პერანგი,
ნეტავ შემეძლოს ისევ ახალს შეგიკერავდი.

ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი