ალუბლის რტო და შენ (რჩეული)
ეკვრები ალუბლის რტოს, დაგყურებს ლაჟვარდი ცის, ყვავილთა ფიფქები თოვს, წვიმა კი ნელ-ნელა ცრის. ალუბალს აჩნია შრე, ჟამთასვლის აჩნია შრე ისე, ვით შენს გულის ტოლს, შორს სადღაც საეჭვოდ ჟღერს … და ისე ძალიან გთხოვ, ო, მთელი გულით გთხოვ, ერიდეთ ავდრიან დარს, ერიდეთ წვიმას და თოვლს ალუბლის რტომ და შენ. ნამისგან აგისხამ მძივს, იებით მოგირთავ ტმებს. ვბარბაცებ … მოვდივარ ძლივს, მეც მათრობს ასეთი თვე. ღრუბელო, აქედან შორს, ელვაო, აქედან შორს, გრიგალო, აქედან შორს. თქვენ გესმით? აქ ვდგავარ მე … ამ მიწას, ბალანებს, ველს, ეს ორნი მატებენ შნოს. … ცახცახებს ალუბლის რტო, მივიდე? … რა ვუთხრა ხეს? კანკალებს ალუბლის რტო, გული ხომ არა მაქვს ქვის? ორთავეს შემოგხვევთ ხელს. იქროლოს, თუ სადმე ჰქრის, იჟღეროს თუ სადმე ჟღერს … თქვენ ჰეი, შიში გაქვთ რის?! ალუბლის რტოსა და შენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი