ჩემო თბილისო... (რჩეული)
მიყვარს ეს ზეცა, ზოგჯერ ლურჯი, ზოგჯერ ფერმკრთალი, გაღვივებული შენზე ფიქრით ვარ ნაღვერდალი. შენს სიყვარულში ვარ ღუღუნა ლურჯი ქედანი და შენი მტრისთვის თვით ვიქნები ტყვია ბერდანის, გაღვივებული შენზე ფიქრით ვარ ნაღვერდალი. მოვსულვარ ასე ალალ გულით, ალალ განცდებით და თუ დაგჭირდე, შენსავ მიწას დავენაცრები. … დედოფალივით გამოსულა შენი მზე გარეთ, დედოფალივით გამოსულა ჩემი მზე ქალიც და ნეფესავით წამომდგარა ფეხზე ზეგანი … აქ შენს ქუჩებში დაფრთხიალებს ჩემი მზე ქალი და მეც დავდივარ ამაყი და გულით მგზნებარი. შენი წარსული განვიცადე კაცმა გულჩვილმა და მეც ავტირდი – მეც იგივე იეთიმ – გურჯი ვარ. წინაპრებივით სავალალო ბევრი მქონია, ისევ შენს ბედზე გულში ჯავრი რომ ჩამყოლია, ეს იმას ნიშნავს: სადარდელი კიდევ მქონია. მათ ბევრი ღამე გაათიეს შენზე კურთხევით, კაცნი იყვნენ და … მათ დაგიდეს ეს ქვაკუთხედი და ბევრი ღამე გაათიე შენზე კურთხევით. ისევ მათ ბედზე გულში ჯავრი რომ ჩამყოლია, ეს იმას ნიშნავს: სადარდელი კიდევ მქონია. მე აღვაშენე, ეს სახლები ახალთახალი, მე ვიყავ იგი, ვინაც დასცა შენს მტერს ლახვარი და აღვაშენე სასახლენი ახალთახალი, მე სურვილი მაქვს: ყველაფერი სრულად გშვენოდეს, კვლავ მე ვიქნები, ვინც ააგებს ახალ შენობებს და გაგვახარებს, მაღლა- მაღლა წახვალ შენ ოდეს. მოვსულვარ ასე: ალალ გულით, ალალ განცდებით და რომ დაგჭირდე, შენსავ მიწას დავენაცრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი