ილიას ხსოვნას


წიწამურის გზა ცრემლმა წარეცხა,
გამუქდა ვარდი და იდილია …
რამდენად შორს ხარ ,
უფრო მწარეც ხარ,
მიტომაც გქვია დიდი ილია.
ნაღველი მომდევს,
ვერც რამ წარხოცა,
ვედრება სადღაც განდევნილია …
ვაიმე,
სულთან როგორ ახლოს ხარ,
მიტომაც გქვია დიდი ილია.
ყაყაჩოს ველი ჰყვავის სისხლივით,
თითქოს ბრძოლებიც გადახდილია …

მაგრამ ხსოვნაში
კივის სირცხვილი ,
როგორ გაგწირეს დიდი ილია.
შავდება ის დღე და იკაწრება,
გული სიმწრისაგან დაკოდილია …
ეს შენი ერი ვირამ დასწყევლა,
ვინ გაგიმეტა დიდი ილია.
შენსკენ მოვქრივარ,
შენსკემ მოვქროდი …
თუმცა ეკლები გაწმენდილია …
Gვიან შეგამკეს დაფნა – ოქროთი,
ჭმინდანად იქეც დიდი ილია.
Kვლავ იზუზუნებს ვერაგის ტყვია,
თუ ერის ფიქრი დავრდომილია …
ალბათ
ისევე მამული გტკივა,
მამულზე დარდობ დიდი ილია.
აქ წიწამურთან მუხლზე დავეშვი,
თუმც მცხეთის ჯვარი დასებდილია …
კვლავაც ჩაუდექ ერს სათავეში,
მიტომაც გქვია დიდი ილია.
… წიწამურის გზა ცრემლმა წარეცხა?
მუქია ვარდი და იდილია …
რამდენად შორს ხარ,
უფრო მწარეც ხარ,
მიტომაც გქვია დიდი ილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი