სიზმარი


მოვედი ლაჟვარდთა ციდან,
წყრომა დამიხვდა კარებთან …
თურმე მთელი ბრბო მიცდიდა
ბრბო მგმობდა და კანკალებდა.
მითხრეს:
მიწის შვილს ცაშიო,
რა გსურდა,
იქ რას ეძებდი?…
არ შემოგიშვებთ სახლშიო,
მაგ შენი ოქროს დეზებით.
გავვოცდი,
რისხვამ დამკოდა,
რისთვის ატეხეს ყაყანი?…
სხვა გზა არ იყო,
არც მქონდა,
მიწიერთ ვეცი თაყვანი.
აღმუვლდნენ მიწის შვილები,
რა კაციაო …
დაგვცინის …
თავს, როგორ დავიმშვიდებდი,
ავდექ და
ყველას გავცილდი.
… მას შემდეგ ველი ათინათს,
დავეძებ სულის ნაწილსა …
ცითა და მიწით ვანთივარ,
_’’არც მიწისა ვარ
არც ცისა’’.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი