უსათაურო


ნეტავ რომელს უფრო გაუკვირდა
ან გაეხარდა კაცს თუ პირუტყვს
პირველად რომ შეფეთნენ 
მწვანე ტყებში

ადამიანი მაინც ჭკვიანი აღმოჩნდა
კუჭის გავლით სიმებმა ჟონეს 
და პირუტყვთან სცადა პირველი
ტყუილი 

პირუტყვი აქამდის თურმე 
ლაპარაკობდა მაგრამ მას 
მერე დამუნჯებულა რაც ადამიანთან
მეგობრობა გაბედა 

იქნება სამყარო შეცვლილიყო 
რომ გაემხილათ კაცთა 
ძრახვები იქნებ მაშინ 
არადამიანებს დაუძახებდით ერთმანეთს

სავსებით რწფელი გულებით და
ადამიანობას მოვინდომებდით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი