ცრუ


ვის ყოფნის გამბედაობა 
თქვას რომ ხო სიტყვა მხოლოდ 
ორი ასოა და აზრს არდატარებს 
წვეთსაც და მარცვალს 

ვის ყოფნის გამბედაობა კაცს კითხოს 
რას ფიქრობს მასზე ფიქრებში და ვის 
ყოფნის უპასუხოს მისი აზრები 
მაშინ ხომ ადამიანები სულ დავშორდებით

ნათესაობა დაიშლებოდა 
როგორც შამანის მძივები 
ირგვლივ მიმოიფანტებოდა
ნდობა რომელიც არქონდათ 

უბრალოდ ამყარებდა მათ
ერთად ყოფნას 
კაცი თავს არენდობა არც თავის 
წონას და როგორ ტყუვდები შენ
რომ გითხრეს გენდობიო

გამბედაობა რომ ქონოდა კაცს 
კაცი თავის ცოლს დამალავდა 
თავის კარებში და ქალი ქმარს 
არგაუშვებდა მეგობრის ქალებში

გამბედაობა რომ იყოს 
ღვინო ტალახით და ფურთხით
აივსებოდა ერთად შეკრებილი ხალხი 
ფურთხს როგორც ცვარს ისე გაშლიდნენ

გამბედაობა რომ იყოს 
მარტო დედაშვილობა 
იარსებებდა კაცი არა 
ზედმეტად გამბედავი 

თორემ მარტოდ მოკვდებოდა 
კეთილიაო ადამიანი ამას ამბობენ 
თუმცა შიმშილს ვერაფრით უძლებს

ძროხას და სახედარს 
მზემ რომ დაუწვას 
ბალახი და მარტოდ მიწის
იმედად დარჩეს 

ლეშს ენას არცკი მიაკარებს
მისი სიცოცხლის გადასარჩენად
კაცს იმდენად უყვარს სიცოცხლე 
უღირს სიცოცხლესაც სიამოვნებით 
სჯერდება 

უწინ საუკუნების წინ თურმე 
კაცი მარტოდ ბალახს ჭამდა 
მერე კი ბალახი ყველგან გაქრა 
და ასე გახდა ლეში ჭამია..

და ეს ლეში ჭამიები მშვიდობას 
თავისუფლებას ითხოვენ 
ჯერ ლეშიც არმონელებიათ
კუჭებში და სიკეთეს გვიქადაგებენ


რაცარუნდა ილოცო ათასი წელი 
მაინც ადამიანიხარ ყველაზე დიდი 
მტაცებელი კომფორტის ხელში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი