სათი


რა გრძლად მეჩვენებოდა 
ჩემი თავი წინ წასული ჩემი ტოლებისგან
როგორ გავუსწარი ყველას.  დროს როგორ ავეკიდე და დავცინოდი ჩემს თანატოლებს სანამ დედამ არგამიცრუა 
ფიქრები და ძირს არდამიშვა მეგონა ცის 
კიდეზე ფეხებით ვიდექი ვუყურებდი 
როგორ გამოიტანა დედამ ბევრი სათი
და ვერ ვხვდებოდი სად მიდიოდა
უბნის ბიჭებს დაგვიძახა წყნარი ხმით
როგორც მათხოვარი მდიდრის წინ ისე
მოვგროვდით რაიმეს სანუკვარს
ან ტკბილს მოველოდით
წინ წამოწევა მოგვთხოვა მარჯვენა ხელების და ჩვენც დაუჯერეთ დედა 
ყველასთვის ერთი იყო სოფელში
მაჯას მოგვარგო თითო თითო ყველას სათი და ჩვენ გვიხაროდა სიხარულს არქონდა საზღვარი უკვე კაცები გვეგონა
თავი და როგორც დიდები ისე ვიხდენდით 
სათს დედამ გვითხრა დახედეთ დროზე 
ჩვენი სათები აჩვენებდა ერთ დროს 
ერთნაირად წიკწიკებდა ფერის გარდა 
ყველაფერით ჰგავდნენ რაც მაღევლებდა
და გავშურიანდი სახესაც დამეტყო 
იმის მერე ჩვენი სათი აჩვენებს ერთდროს
და ვერაფრით ვცდილობ თანატოლების 
ჩემი დიდების დამტკიცებას ყოველჯერზე
სათი მახსენდება 
ეჰ იქნება არ მიეცა ბიჭებისთვის დედას 
სათი და მე მემოძღვრა მეცინიკურა ამეტეხა მუდამ ხარხარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი