ლოთი,სიბლენის ქალი და თქვენ
სიკეთეს მოვიწადინებთ თუმცა ერთ დღეს დავარქმევთ წელიწადში განძს თუ იპოვნი უდაბნოში და გვერდს აუვლი არმოგიხარბებს მანამდე არგალანძღო არცერთი ქურდი ბაბუაჩემა ხე დაურგო ჩემს შვილებს და მე მოუჭერი ორღობეში ჯორკოდ დავაგდე რო ვსვათ ზედ ვჭამოთ სასმელი და უქმი ცხოვრება, ჩვენ შესასმელად.. მობინდებულზე სიგარეთის შუქი მიგვიძღვის მიგვერეკება თითქოს არაყი სამართლიანმა ცხოვრებამ შექმმნა რომ დავასვენოთ მიწაც და ცაც იმდენად გვინდება ეს ალკოჰოლი აშკარად სიცოცხლე სიკვდილს გაურიგდა და გაგვაბითურეს ერთად თორემ უკვე სიცოცხლესაც სული ამოვხათეთ ჩვენი სიკვდილთან მეგობრობით ძროხის სამწყემსად წასული ლოთი კაცის ცხოვრება ათასჯერ ჩემსაზე უკეთესია ცოლს ვემართლები ჰა თქვენი ნაქები მწყემსი მშრომელი გასული კარში რომ ლუკმით გაძღოს თვისივე კერა წუხელ ისეთი მთვრალი მოვიდა ძროხები უკან მოსდევდნენ დაკარგვის შიშით ასეა კაცი უყვარს თავისი მსგავსის პოვნა გამოსწორებას ურჩევნია მისი ტყპის ცალი იპოვოს და ასე აჯეროს თავი მწყემსი კაცი სულ რომ გორიალით დაეშვას საძოვრებიდან მაინც თქვენზე უკეთესია ამის დაჯერება არუნდა ჩემს ჯორკოზე მოქეიფე მაწანწალა ლოთებს ის ბოზი ღამით გამოსული სხეულის მაწამებელი უფრო დიდი დედა შეიძლება იყოს ვიდრემც ქმრის მორჩილი ქალწულობასაც რომ დაიბრალებს..ეს არსჯერა სოფელს ეს აღზრდაზე გამოჩნდება მე მიხილავს ბარბარობა დღეს მკვდარი მოხეტიალე სიბნელის ქალი სოფელიც მინახავს და ის ქალებიც როგორ ურტყამდნენ ქალს გამოღვიძების მიზეზით როგორმე დღეს არმომკვდარიყო გადაეგორებინა ეს ბარბარობა მერე იტყვიან მოკვდა და იბარბარაო კვერებსაც გამოუცხობენ დედაო ამხილე მამები მე ისე დამატყვევეს დღემდის მეჯერა ჩემსა და ღმერთს შორის მესაჭიროება შუამავალი ეს ჩვენი სოფლის მამაოა დღეს რომ დავალო ამბის მიტანა სიონიდან გერგეთამდე გზაში დაბნევს და იქ ცარიელი მივა და მე ვენდო მარტოღა და მჯეროდეს რომ ჩემს ნათხოვარს ღმერთად მიტანს? ან ღმერთს ვაკადრო შუამავალი ხომ მკითხავს შენ სადხარ სად დაიარები რომ შეგეზარა ჩემთან ლაპარაკი ან სათხოვარი ბავშობაში მეგონა ღრუბელს შევეხებოდი თუ მაღალ გორაზე ავიდოდი ასე სიცრუით ვიარე და უკვე დავბერდი ბავშობაში მახსოვს ჯერ ჩემი სოფლის გორაზე ავირბინე რომ ავედი დაღლილი უფრო დიდი გორა შემხვდა და თითქოს ღრუბუელსაც იქეთ გადაენაცვლა გამქცეოდა მერე იმ გორას შევუდექი ასე ვიარე ასობით გორაზე სანამ ოთხმოცის არგავხვდი ასეა ადამიანიც დიდებას მისდევს და ბოლოს იქამდე მისულს მარტო ფეხებზე კუნთები შერჩება არცერთი სიყვარული არც ემოცია იქნებ შორიდან ნანახი ღრუბუელი შემეყვარა და მეტი არმომეთხოვა მეტი არდამეძალებინა ახლოს მოსვლა ასეა ქალიც ლამაზ ლამაზის ძებნით დაიკარგები ბევრს ირბენ და მაინც ვერ შეხები ქალს სჯერა მისი სხეული უფრო წარმტაცია და უნდა უყვარდეს კაცს მაგრამ დრო გავა და დაიმარხება არავის მოუნდება სანუკვარი სხეული მიწის გარდა მერე წარსულ დღებიდან სული და სიტყვები მარტოდ შეგრჩება და გელანდება ცხვარს სანთელი რომ დადეს რქაზე ეგონა მგლისგან დაიცავდა და არღელავდა წამითაც კაცი რომ დაინახა ვებერთელა დანითა არც იმაზედ უღევლია ბევრი წუხელ მგელს გამოქცეოდა და ფიქრობდა ეს მგლისთვის განკუთვნილია ქალაქში მოხუცი დაიარება არყის ბოთლითა ხელშიო პაპიროს ისე წაიგდებს ვით მოლამპარე ზევსიო წაიგდებს ბოლი დაფარავს ფეხიც ბარბაცით მიჰყვება კაცი და ქალი ჩაუვლის ზედ კაპოტს შემოეხვევა და წაიქცევა ბარბაცი უკან ცხოვრებას დარჩება პაპიროს სულმა მოუსწრო რომ ამოქშენა გაბედა.. უწინ დარჩება გინებაც სიმთვრალე ყოველ დღიური ახლა სიჩუმე დადგება გასაგიჟებელი წლიური ინატრებს ბებერ ლოთს ქალაქიც სხვა გასართობს ვერ დაეჩვევა მაშინაც ლამაზი იყო ქალაქი ბებერი რომ მოსდევდა ბანცალით ის ხომ სარკე იყო შენ ჩემი ქალაქის როგორი არუნდა იყო ან როგორი უნდა იყო და მაინც უყვარდე ყველას სოფლის ბებერი ლოთი და ქალაქის ბებერი ლოთი გავაჯიბრეთ და სავსებით გაიმარჯვა სოფლისამ აი იმ მწყემსმა არაყთან პაპიროსთან ერთად რომ ჯოხიც ეკავა და საქმეც სულრომ არაფერი ძროხებსაც არაწუხებდა ძროხებსაც უყვარდათ ერთად ეშვებოდნენ საძოვარი გორებიდან აწ მოენატრება სოფელს ბებერი ლოთი ძროხები წინ რომ მოსდევდა და იმ წყენას რა ეშველება სოფელმა რომ დაფრქვია როცა დაკარგული ძროხებით ბრუნდებოდა ბევრჯერ მინახავს ლურჯი თვალებით თუმცა არაყის ბრალი იყო ხო ამ თეთრი სითხის მაგრამ რატომღაც არასდროს აბრალებდა ნაკლს თავის თავში ეძებდა და არყის ბოთლს იხუტებდა რომ არდამტვრეულიყო როცა სოფელი ფეხებით ადგებოდა იყო დღები ძროხებს სათითაოდ აბარებდა სოფელს მაგრამ მადლობას არავინ უხდიდა ის ვალდებული იყო სოფელთან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი