ბესიკ და მუხტარ


რძეს თუ კაკაოთი შეღებავ
ჩვენს გამჩენს სახელს დარქმევ
ერთი მონასტერში შეხვდება
მეორე მეჩეთს ახალ წელს 

რძე რომ პირუტყვის მადლია
ენის უთქნელის წარმომთქმელ
რძე რომ მუდამაც თეთრია 
მადლობის ნიშნად  გადმომცემ

იქნებ მუხტარო მუსლიმო
შენც ძმაო ბესიკ ქრისტესო
იქნებ ჭაობში ილოცოთ
მერე ეღირსოთ საკვირვოს


მეჩეთს გაქცეულ მამისგან
ბესიკ ქრისტესი გატყუებს
რომ მონასტერში შენიშნა
ძებნას არაფრით დაუწყებ

იქნებ ჭაობში ილოცოთ
ბესიკ და მუხტარ რძის ფერო
მამას თუ სახელს დარქმევთ
რძე შეღებილიყოს კაკაოდ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი