ჩამოაფარეთ ფარდა


ჩამოაფარეთ ფარდა სათებს 
გლოვა იწყება თითქმის ასი წლის 
ჩამოაფარეთ თავებს ფარდები 
იწყება სირცხვილი დასწვავს ქალაქებს

დრომ ქალაქში შეწყვიტა ფეთქვა 
გულიც ფეთქავს გაშავებულ სახეზე 
თეთრი ჭაღარა შემებრძოლება 
ჩემგან ნამუს დაი იადებს 
 
ლოყაზე ველი გაჩაღებულა თეთრი 
ებრძვის შავ წვერს სახელოვანს 
თეთრი ბრძოლაში გამარჯვებულა
ჩამოაფარეთ ფარდა სათებს 

მამა ჩემი დაბრუნებულა მე რომ მკვდარი
მამულს მეგონა არგამიხარდა  უფრო მცხვენოდა საყვარელიც მოჰბეზრებოდა
მე კი დედამ ასე მიამბო მამულს ანაცვლა 
თავი საჩვენოდ 

მე მებრალებოდა ყველა ჭაღარა 
მე ვხვდებოდი ჭაღარის გლოვას 
ჩემს დანახვისას ჭიქას ვერ სწევდნენ
ვერც მამულს ლოცავდნენ მჭკნარი პირითა 

ის ტრაგედიაც ნათლად მახსოვდა 
დედები ჭიპლარს აღარ იჭრიდნენ
ბიჭის შობა არეხარბებოდათ ვის შეხარბებოდა მონების სიმრავლე 

და მახსოვს მამაჩემი კლინიკურად ასი წელი იყო მკვდარი და რომ დავტიროდი უმამოდ წერტილში მდგარი  ჩემი ვაჟის კოცნამ გამოაღვიძა უზომოდ მცივარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი