ორბი ბოდავლის ბარათები ნათიას
ჩემო შეცოდებავ, ჩემო გამოსყიდვავ, შენთვის გადარევა ისე მომდომნია, ლამის მონატრებამ ისევ გამაბრიყვოს, გული ეს ოხერი ყელში მომდგომია... ჩემო ფრთახატულავ, შენი ჩაკოცნილი დღემდე შემრჩენია ტანზე სამოსელი.. შენს გზას გამოვყურებ ძალაგამოცლილი, შენი თმის სიო მცემს მკერდზე ჩამოშლილი... ჩემი გაზაფხულის დიდო ნიაღვარო, შენმა მონატრებამ ისევ გამაბრიყვა... მინდა შენი სუნთქვა ყელზე მომახალო, შენი არყოფნითაც ჭკვიდან გადამიყვან... არა, ვერ მოვკვდები,ასე უბედური, არა ვერ ვიკმარებ რაც შენ მოგიძღვნია.. უნდა გაგიბედო გრძნობა ჩემებური, გადაგახდევინო რაც მე შემიძლია... არა, ვერ დაგითმობ ასე მიამიტად, შენმა უჩემობამ მართლა გამაბრიყვა, მოვალ,გაიძულებ მიხვდე მე რა მინდა, და მაგ ჯიუტ ნებას ნებით გადაგიყვან! 27 აგვისტო 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი