სიყვარულო
რატომ გაქვს ნეტავ სევდიანი შავი თვალები?! განა გაცივდა სიყვარული შენს გულში ახლა?! თვალებში სევდას როცა ვხედავ მთლიანად ვდნები სპექტაკლი მორჩა, არ დასწიეს სცენაზე ფარდა. განა რა არის მიზეზები დარდის? ვერ ვხვდები, მე ხელს გაგიშვებ, დამტოვე აქ თუ გინდა წასვლა, ვახ სიყვარულო ასე ჩუმად რაღატო კვდები, და შთაგონება რატომ დამრჩა ცხოვრების ნატვრად, მიჭირს მე წერა, ხანდახან და არა ყოველთვის. მელანქოლიკი სული დამდევს, მოყვარედ ან მტრად ალბათ გავიგებ, მერე ალბათ, როცა დავდნები და ღაწვებზე, რომ შეგიმშრალებ ცრემლებს ხანდახან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი