დროდადრო ისევ მონატრება რომ შემომიტევს ..


დროდადრო ისევ მონატრება რომ შემომიტევს 
მრავალი წუთი მახსენდება შენი ალერსის, 
ნამუსს ვერ მოვთხოვ, გამეცალოს ბოდიში მიწევს 
და მეც მოვუხდი ამ გულს ისევ სახე ალეწილს, 

დრო მოწამეა, თუ რაოდენ, მიწევს ლოდინი, 
რომ მომესწრება სიყვარული წრფელი და ნაღდი, 
ვახ რომ ცხოვრება უფსკრულისკენ, თავისკენ მიწევს,
და ამ უფსკრულშიც ჩამომყვება მე შენი დარდი, 
აი დარდებს კი, მე არ ვიცი, როგორ დაიტევს 
შემზადებული გული, როგორც ომის დროს ნაღმი
და ბოლოს სატრფო თმებს კისერზე თუ გადაიწევს 
აღარ ეყოფათ ფერწერებსაც ქვეყნის კალამი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი