ზოდიაქო


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2026

ზოდიაქო 

ზოგს იქით და ზოგსაც აქეთ
დაებედა ზოდიაქო,
ზოგი აქეთ, ზოგი იქით
ბედისწერის ეტლით მიქრის...

ზოგი სიტყვით, ზოგიც ფიქრით,
მის ბედს წყევლის, ანდა აქებს,
თუ ბედს ბედისწერა გვიქმნის,
ამაოა ყველა საქმე!

არ მგონია „ცხოველთა წრე“
ბედისწერის ისრებს ისვრის,
უწყის მხოლოდ ყოვლისმომსწრემ,
რომელია რისი ღირსი!


14 ნოემბერი, 2026 წ.

სიტყვა „ზოდიაქო“ ბერძნული წარმოშობისაა (zodiakos) და სიტყვასიტყვით ნიშნავს „ცხოველთა წრეს“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

თუ ბედს ბედისწერა გვიქმნის,
ამაოა ყველა საქმე!

მუდამ წრებრუნვაში ვართ :)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი