უილიამ შექსპირი. სონეტი #1
მშვენიერ არსთა გამრავლება ყველას გვწადია, რათა არ დაჭკნეს უტურფესი ვარდი მალალი, ყოველი, რაც მწიფს ნადგურდება, რადგან ხრწნადია, შემოგვინახავს სილამაზეს შთამომავალი. შენ კი ერთობი საკუთარი თვალთა ბრდღვიალით, შენივე არსი საწვავია შენი ალმურის, შიმშილს იქ შეიქმ, სამკალია სადაც დიდძალი, მტერი ხარ თავის ულმობელი და უამური. მიედარები ქვეყნის ცინცხალ, ნატიფ ზარნიშებს, ათასფერადი გაზაფხულის მარტო მცნევარი, შენივე კვირტში შენი არსი თუკი ჩაიხშე, ქვაწვიავ, შენ ხარ შენი ძარცვის შემაწევარი. გვედრი, ამოსდე შენს სიხარბეს დროზე ლაგამი, წუთისოფელი გაამდიდრე შენი ნაგრამით! 7 აგვისტო, 2021 წ. From fairest creatures we desire increase, That thereby beauty's rose might never die, But as the riper should by time decease, His tender heir might bear his memory: But thou contracted to thine own bright eyes, Feed'st thy light's flame with self-substantial fuel, Making a famine where abundance lies, Thyself thy foe, to thy sweet self too cruel: Thou that art now the world's fresh ornament, And only herald to the gaudy spring, Within thine own bud buriest thy content, And, tender churl, mak'st waste in niggarding: Pity the world, or else this glutton be, To eat the world's due, by the grave and thee.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი