Edgar Allan Poe - DREAM ედგარ ალან პო — სიზმარი


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 ივლისი, 2026

Edgar Allan Poe - DREAM ედგარ ალან პო — სიზმარი 

ედგარ ალან პო — სიზმარი

ღამის ხილვებში გარდასულ ხალისს
კვლავ განვიცდიდი ნასიზმრით, უცბად
ცხადის სიზმარმა - ყოფის და ნათლის,
გულგატეხილი დამტოვა თუმცა.

განა არ არის სიზმარი დღისით
ქვეყნად ყოველი ხილული ირგვლივ,
მისთვის, ვინც მზერა შეცვალა თვისი
წარსულისაკენ მიქცეულ სხივით?

სიზმარი წმინდა - სიზმარი წმინდა,
როცა მკიცხავდა სამყარო კრულვით,
გამამხნევებდა და მისი ბრწყინვა,
მეგზური იყო ეული სულის.

და მერე რა, რომ ღამეში, ბუქში,
შორიდან კრთოდა კანკალით, მკრთალად -
განა რაიმე აჭარბებს შუქით
ჭეშმარიტების რიჟრაჟის ვარსკვლავს?

26 ივლისი, გაბრიელ მთავარანგელოზობა, 2026 წ.


Edgar Allan Poe - DREAM

In visions of the dark night
I have dreamed of joy departed -
But a waking dream of life and light
Hath left me broken-hearted.

Ah! what is not a dream by day
To him whose eyes are cast
On things around him with a ray
Turned back upon the past?

That holy dream - that holy dream,
While all the world were chiding,
Hath cheered me as a lovely beam
A lonely spirit guiding.

What though that light, thro' storm and night,
So trembled from afar -
What could there be more purely bright
In Truth's day-star?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი