ჯორჯ გორდონ ბაირონი - უკანასკნელი სიტყვები საბერძნეთზე
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 4 აგვისტო, 2026 George Gordon Byron - Last Words On Greece ჯორჯ გორდონ ბაირონი - უკანასკნელი სიტყვები საბერძნეთზე რა არის ჩემთვის ეს პატივი, ხიბლი დიდების ნამყოს, მერმისის, ახალშობილ ხალხის ძახილი? მეფის გვირგვინსაც უარვყოფდი არდარიდებით, გარდა დაფნისა, მოვმკვდარიყავ თუნდაც მახვილით და ვნების სულელს თუ ამრეზით დამაკვირდები, თითქოს ასპიტი მაშტერდება, - სასოწაგვრილი ფრთამოკეცილი ჩიტის დარად მიწას კირთებით ვასკდები, იმავ ფრთებით ადრე ცაში აჭრილი; ეს გატაცება ბორგნეულის, რომ ავხირდები, მძლავრი ჯადოა, თუ იოლად ვარ მოსახიბლი?! 4 აგვისტო, მარიამ მაგდალინელის ხს. დღე, 2026 წ. George Gordon Byron - Last Words On Greece WHAT are to me those honours or renown Past or to come, a new-born people's cry? Albeit for such I could despise a crown Of aught save laurel, or for such could die. I am a fool of passion, and a frown Of thine to me is as an adder's eye. To the poor bird whose pinion fluttering down Wafts unto death the breast it bore so high; Such is this maddening fascination grown, So strong thy magic or so weak am I. 1823
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი