ჯორჯ გორდონ ბაირონი - ღამე მშვიდობის! ჩაილდ ჰაროლდიდან
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 10 აგვისტო, 2026 George Gordon Byron - CHILDE HAROLD'S GOOD NIGHT ჯორჯ გორდონ ბაირონი - ღამე მშვიდობის! ჩაილდ ჰაროლდიდან 1. გემშვიდობები! მშობლიურ მხარის ნაპირი ქრება ლურჯ წყალთა იქით, მქუხარებს ზვირთი და კვნესის ქარი, ცაში თოლია კივილით მიქრის. ჩამავალ მზის კვალს მივყვებით ერთად, უკვე ჟამია მწუხრის ბინდობის, გემშვიდობებით მიწავ, მზევ, ერთხანს, მშობელო მხარევ - ღამე მშვიდობის! 2. სულ რამდენიმე საათში ბნელეთს მზე გაანათებს, დილას შობს ახლად, მივესალმები ცას, ზღვას, ან ხმელეთს, მშობლიურ მიწას თუმც ვეღარ ვნახავ. მიგდებულია სახლ-კარი ძველი და გავერანდა კერა და ბაღი, დაფარულია კედლები ეკლით ჭიშკართან ყმუის ერთგული ძაღლი. 3. „აქ მო, შინაყმავ! ტანი რად გითრთის, რატომ ტირი და ასე რად დრტვინავ? ეგებ გაშინებს მრისხანე ზვირთი და გაცახცახებს გრიგალის ძვინვა? შეიშრე ცრემლებმდინარი თვალი, ჩვენი ხომალდი სწრაფია, მტკიცე, ვერ გადალახავს გავაზიც მალი ამ გემზე ჩქარა ხალისით სივრცეს“. 4. „თუნდ იბობოქროს გრიგალმა, ტალღამ, არ მეშინია ქარის და ღელვის, ნუ გაიკვირვებ სერ ჩაილდ, ბალღამს თუ ვერ ვერევი უსასო სევდის. მშობლებს მაცილებს მანძილი შორი, წუხილმა გულში დამასო დამღა, შემომრჩენია მოყვასი ორი: მახლობლად შენ და უფალი მაღლა. 5. მგზნებარე ლოცვით მაკურთხა მამამ, არ დასცდენია ჩივილი ერთიც, ხოლო დედა კი იოხრებს მანამ, სანამ მიხილავს უვნებელს გვერდით“. „ჩემო შინაყმავ, იკმარე ცრემლი, გულმდუღარებით რომელიც გიწვიმს, რომ მქონებოდა მეც გული წრფელი, არ დაშრებოდა კურცხლისგან მიწყივ! 6. ერთგულო ყმაო, აქ მოდი, ქუფრში სახე რატომ გაქვს ასეთი მკრთალი? ფრანგი დუშმანის შეხვედრას უფრთხი, თუ აკანკალდი გრიგალის ძალით?“ – „სერ ჩაილდ, თუკი დამემჩნა ფითრი, განა დამჯაბნა სიკვდილმა საფრთხით, თუმც იქ დარჩენილ ჩემს ცოლზე ფიქრით, ღაწვი მკრთალდება ნაღვლით და ზაფრით. 7. თქვენ გვერდით მკვიდრობს ჯალაბი ჩემი, მოსაზღვრე ტბასთან, მახლობლად მოლის, შვილი რომ ჰკითხავს მამაზე კდემით, რა პასუხს გასცემს მას ჩემი ცოლი?“ – „კმარა შინაყმავ ამდენი მდურვა, განა შენს ტანჯვას არაფრად ჩავთვლი, გულს რადგან ნაკლებ მიმწუხრებს ზრუნვა, გავხალისდები ქვეყნიდან წასვლით. 8. ვინ ერწმუნება ხელოვნურ ვიშვიშს, ცოლის, ან ხასის - ათასი ჯურის, გადაავიწყებს სხვა მეტრფე ტკივილს და ცრემლს შეიშრობს თვალები ლურჯი. წარსულ სიამის შევწყვიტე ტყება, არც სასიკვდილო საფრთხეებს ვუფრთხი, ოღონდ გულს მიკლავს, არარა მრჩება, დაღვრად რომ ღირდეს მდუღარე კურცხლის. 9. მარტოსულობის დამაწვა ტვირთი, ვრცელ ზღვას გავყურებ კიჩოდან გემის, სხვების გულისთვის ვიკვნესო რისთვის, როცა არავინ იგლოვებს ჩემთვის? ერთხანს ამაოდ იყმუვლებს მურა, ვიდრე მიაწვდის სალაფავს ვიღაც, კარგა ხნის მერე შინ მისულს მდგმურად, ვით უცხოს დამგლეჯს კარიბჭის მიღმა. 10. ზღვა გადასცურე ხომალდო მარჯვედ, გვერდი უქციე მორევის ოღროს, სადაც შენ გნებავს, იქ გამამგზავრე, ჩემი ქვეყანა მარიდე ოღონდ. მოგესალმებით ლილისფერ ტალღებს, როდესაც მიეფარებით არეს, სალამი ტრამალთ, მღვიმეებს, ბაღებს, ღამე მშვიდობის - სამშობლო მხარევ!“ 10 აგვისტო, 2026 წ. უილიამ ფლეტჩერი - ბაირონის მსახური George Gordon Byron - CHILDE HAROLD'S GOOD NIGHT 1. "ADIEU, adieu! my native shore Fades o'er the waters blue; The night-winds sigh, the breakers roar, And shrieks the wild sea-mew. Yon Sun that sets upon the sea We follow in his flight; Farewell awhile to him and thee, My native Land—Good Night! 2. "A few short hours and He will rise To give the Morrow birth; And I shall hail the main and skies, But not my mother Earth. Deserted is my own good Hall, Its hearth is desolate; Wild weeds are gathering on the wall; My Dog howls at the gate. 3. "Come hither, hither, my little page! Why dost thou weep and wail? Or dost thou dread the billows' rage, Or tremble at the gale? But dash the tear-drop from thine eye; Our ship is swift and strong: Our fleetest falcon scarce can fly More merrily along." 4. "Let winds be shrill, let waves roll high, I fear not wave nor wind: Yet marvel not, Sir Childe, that I Am sorrowful in mind; For I have from my father gone, A mother whom I love, And have no friend, save these alone, But thee—and One above. 5. 'My father blessed me fervently, Yet did not much complain; But sorely will my mother sigh Till I come back again.'— "Enough, enough, my little lad! Such tears become thine eye; If I thy guileless bosom had, Mine own would not be dry. 6. "Come hither, hither, my staunch yeoman, Why dost thou look so pale? Or dost thou dread a French foeman? Or shiver at the gale?"— 'Deem'st thou I tremble for my life? Sir Childe, I'm not so weak; But thinking on an absent wife Will blanch a faithful cheek. 7. 'My spouse and boys dwell near thy hall, Along the bordering Lake, And when they on their father call, What answer shall she make?'— "Enough, enough, my yeoman good, Thy grief let none gainsay; But I, who am of lighter mood, Will laugh to flee away. 8. "For who would trust the seeming sighs Of wife or paramour? Fresh feeres will dry the bright blue eyes We late saw streaming o'er. For pleasures past I do not grieve, Nor perils gathering near; My greatest grief is that I leave No thing that claims a tear. 9. "And now I'm in the world alone, Upon the wide, wide sea: But why should I for others groan, When none will sigh for me? Perchance my Dog will whine in vain, Till fed by stranger hands; But long ere I come back again, He'd tear me where he stands. 10. "With thee, my bark, I'll swiftly go Athwart the foaming brine; Nor care what land thou bear'st me to, So not again to mine. Welcome, welcome, ye dark-blue waves! And when you fail my sight, Welcome, ye deserts, and ye caves! My native Land—Good Night!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი