ანა ახმატოვა - ვენეცია


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 აგვისტო, 2026

Анна Ахматова – Венеция 

ანა ახმატოვა - ვენეცია

მოოქროვილ სამტრედეთა მწკრივი, 
მოალერსე მქრქალი-მწვანე წყალი;
მლაშე ქარი დაუბერავს, წაშლის
შავფერ ნავთა ვიწრო ნაკვალს ირგვლივ.

უცნაური სახე ათასგვარი,
სუვენირი ყოველ დუქნის შიგნით,
ამოქარგულ დორზე -  ლომი წიგნით,
ლომი წიგნით - კოლონაზე მდგარი.

ვით ტილოზე ძველი დანახატი,
გაცრეცილა  ცა მოცისფრო-ბაცი,
სივიწროვეს ვერ გრძნობს ჯგლითშიც კაცი,
ხოლო ხუთვას - ამ ნესტში და ხვატში.

19 აგვისტო, ფერისცვალება, 2026 წ.

დორი - ზურგის მისაყუდებელი ან საჯდომი ბალიში
ჯგლითი - ბევრი ადამიანის ერთად, მჭიდროდ ყოფნა


Анна Ахматова – Венеция

Золотая голубятня у воды,
Ласковой и млеюще-зеленой;
Заметает ветерок соленый
Черных лодок узкие следы.

Сколько нежных, странных лиц в толпе.
В каждой лавке яркие игрушки:
С книгой лев на вышитой подушке,
С книгой лев на мраморном столбе.

Как на древнем, выцветшем холсте,
Стынет небо тускло-голубое…
Но не тесно в этой тесноте
И не душно в сырости и зное.

1912 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი