ანა ახმატოვა - შემცდარხარ


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 აგვისტო, 2026

Анна Ахматова – Ты ошибся 

ანა ახმატოვა - შემცდარხარ

გვერდზე გადავდე ოცნებები, სჯანით მაშვრალი
მოველი ზამთარს, არ ელიან ვითარცა სხვები.
გახსოვს, შემპირდი — იქნებოდა დღეები მშრალი?
თუმც ყოველდღე წვიმს და გაბეზრდა გული თავსხმებით...

გაკვირვებული — ფანჯრებიდან გავიმზირები  —
მესიზმრება, თუ  ცხადში ხდება ყოველი მართლა?
გახსოვს, ამბობდი, ცხოვრებაა დანასიზმრები,
უცნაურია, გამეღვიძა და ვცოცხლობ ახლაც...

ხვალ ისევ უნდა ვითამაშო როლი ღიმილით,
კვლავ უადგილოდ გავიცინო ცალყბად, შემცბარმა,
გახსოვს, ამბობდი, სიყვარული არის ტკივილი?!
— სიყვარულია ჯოჯოხეთი —  რარიგ შემცდარხარ!

22 აგვისტო, წმ. მატათა მოციქულის ხს. დღე, 2026 წ.


Анна Ахматова – Ты ошибся

Отодвинув мечты и устав от идей,
Жду зимы, как другие не ждут.
Помнишь, ты обещал, что не будет дождей?
А они всё идут и идут…

Удивлённо смотрю из квартирных окон —
Я во сне или всё ж наяву?
Помнишь, ты говорил, что вся жизнь — это сон?
Я проснулась, и странно, живу…

А назавтра опять мне играть свою роль,
И смеяться опять невпопад.
Помнишь, ты говорил, что любовь — это боль?!
Ты ошибся, любовь — это ад!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი