ჯორჯ გორდონ ბაირონი — კაროლინას


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
23 აგვისტო, 2026

George Gordon Byron -To Caroline 

ჯორჯ გორდონ ბაირონი — კაროლინას

ნუთუ გგონია, ვუმზეროდი ცრემლებით სავსე
შენს ლამაზ თვალებს მავედრებელთ ჩემი დარჩენის,
გულშეუძვრელად მოვისმენდი უამრავ ნაკვნესს,
უფრო მეტის მთქმელს, ვიდრე იტყვის სიტყვა ნარჩევი?

თუმც მწვავე იყო დარდი ცრემლით გამოხატული,
როცა იმედიც, სიყვარულიც  დაემხო ერთად,
ჩემო გოგონა, სისხლმდინარი გული ტანჯული,
შენი გულივით ფეთქავდა და მწუხარე ძგერდა.

როცა ღაწვები შეგვიფაკლა მწველმა ტკივილმა,
ბაგემ იგემა შეერთებით ტუჩები მტკბარი,
უპეებიდან ცხარე ცრემლმა წამოიწვიმა
და ჩამეკარგა შენგან დაღვრილ ცრემლების ტბაში.

ჩემი ლოყების ვერ იგრძენი ალმურში დანთქმა,
მჩქეფარე ცრემლით დაანელე მათი ცხელება,
როცა ცდილობდა შენი ენა სახელის წართქმას,
მხოლოდ ოხვრებით თუ შეეძლო დასახელება. 

ჩემო გოგონა, ამაოა ჩვენს ხვედრზე გლოვა,
თუ სიყვარულის ბილიკს ერთად არ გავუყვებით,
რადგან წუხილის შემოგვრჩება მარტოდენ ხსოვნა
და უფრო მეტად აგვატირებს გულაჩუყებით.

გემშვიდობები, საყვარელო, ყველაზე სათნოვ,
სძლიე სინანულს, თუკი შეძლებს გული მიმხვედრი, 
გონს წარსულ ლხენის გახსენების ნება არ დართო,
დავიწყებაა ერთადერთი ჩვენი იმედი!

23 აგვისტო, 2026 წ.


George Gordon Byron -To Caroline

Think'st thou I saw thy beauteous eyes,
Suffus'd in tears, implore to stay;
And heard unmov'd thy plenteous sighs,
Which said far more than words can say?

Though keen the grief thy tears exprest,
When love and hope lay both o'erthrown;
Yet still, my girl, this bleeding breast
Throbb'd, with deep sorrow, as thine own.

But, when our cheeks with anguish glow'd,
When thy sweet lips were join'd to mine;
The tears that from my eyelids flow'd
Were lost in those which fell from thine.

Thou could'st not feel my burning cheek,
Thy gushing tears had quench'd its flame,
And, as thy tongue essay'd to speak,
In sighs alone it breath'd my name.

And yet, my girl, we weep in vain,
In vain our fate in sighs deplore;
Remembrance only can remain,
But that, will make us weep the more.

Again, thou best belov'd, adieu!
Ah! if thou canst, o'ercome regret,
Nor let thy mind past joys review,
Our only hope is, to forget!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი