ჯორჯ გორდონ ბაირონი - მ-ს
ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 აგვისტო, 2026
George Gordon Byron - To M
ჯორჯ გორდონ ბაირონი - მ-ს
ნეტავი ცეცხლის ნაცვლად მაგ თვალებს,
ნაზ სიყვარულით ებრწყინათ მთრობით,
თუმც ვნების სახმილს აღძრავდნენ ნაკლებს,
ღირსად გაგხდიდნენ ზენარი ტრფობის!
ზეცის ისეთი მშვენება დაგყვა,
თვალმა გიბრწყინოს თუნდ ველურ ალით,
სასოს წარგვიკვეთ, როცა გცემთ თაყვანს,
დამღუპველ მზერას შევცქერით კრძალვით.
ეგ სილამაზე ბუნებამ ძერწა,
სრულყოფილებით დაგბეჭდა სათნო,
მერე კი შეკრთა, არ ეხმე ზეცას
დედამიწისთვის ზედმეტად საღვთო.
ანგელოზებთან ერიდა დავას
მის უძვირფასეს ქმნილების გამო,
ელვას უბრძანა თვალებში მალვა,
ოდნავ შეცვალა ციურად ამო.
სილფსაც დაზაფრავს თვალების ელვა,
როდესაც მათში შუადღის მზეა,
შენი ლაზათით მონუსხავ ყველას,
ვინ გაუსწორებს თვალს დამწველ მზერას?
ბერენიკეს თმა, ამბობენ იქცა
ცის კაბადონზე ვარსკვლავთა ხომლად,
არ მიგიშვებენ მახლობლად იქაც,
რადგან დაჩრდილავ შვიდივეს კრთომას.
რადგან თვალები ქცეულნი მნათად,
გაამკრთალებდა ვარსკვლავებს ცისას
და ყველა მზე, რაც სისტემებს მართავს
იციმციმებდა ცარგვალზე გვიმსად.
29 აგვისტო, ანჩისხატობა, 2026 წ.
გვიმსი - მკრთალი, გვიმსად - მკრთალად
მითოლოგიური და ასტრონომიული სიმბოლოები
• ბერენიკეს თმები (Berenice's hair): ეს არის რეალური თანავარსკვლავედი ცის თაღზე ("Coma Berenices"). მითის თანახმად, ძველი ეგვიპტის დედოფალმა ბერენიკემ თავისი მშვენიერი თმა ქმრის ომიდან მშვიდობით დაბრუნების სანაცვლოდ ქალღმერთ აფროდიტეს შესწირა. ტაძრიდან გამქრალი თმა ასტრონომებმა მოგვიანებით ცაზე ვარსკვლავთა ჯგუფის სახით იპოვეს.
• შვიდეული (The seven): აქ ბაირონი გულისხმობს პლეადებს (ხომლს) — შვიდ მოკაშკაშე ვარსკვლავს კუროს თანავარსკვლავედში, რომლებსაც ბერძნულ მითოლოგიაში ატლასის შვიდი ქალიშვილი შეესაბამება. პოეტი ამბობს, რომ ქალის თვალები ამ შვიდ ვარსკვლავსაც კი დააბნელებდა.
• სილფი (Sylph): დასავლურ ალქიმიასა და მითოლოგიაში ჰაერის სტიქიის უსხეულო, ნაზი სული. ბაირონი ხაზს უსვამს, რომ ქალის მზერა იმდენად მჭრელი და ძლიერია, რომ ამ სრულიად უშიშარ, ჰაეროვან არსებებსაც კი შეაშინებდა.
George Gordon Byron - To M
Oh! did those eyes, instead of fire,
With bright, but mild affection shine:
Though they might kindle less desire,
Love, more than mortal, would be thine.
For thou art form'd so heavenly fair,
Howe'er those orbs may wildly beam,
We must admire, but still despair;
That fatal glance forbids esteem.
When Nature stamp'd thy beauteous birth,
So much perfection in thee shone,
She fear'd that, too divine for earth,
The skies might claim thee for their own.
Therefore, to guard her dearest work,
Lest angels might dispute the prize,
She bade a secret lightning lurk,
Within those once celestial eyes.
These might the boldest Sylph appall,
When gleaming with meridian blaze;
Thy beauty must enrapture all;
But who can dare thine ardent gaze?
'Tis said that Berenice's hair,
In stars adorns the vault of heaven;
But they would ne'er permit thee there,
Who wouldst so far outshine the seven.
For did those eyes as planets roll,
Thy sister-lights would scarce appear:
E'en suns, which systems now control,
Would twinkle dimly through their sphere.
1806
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი