მარინა ცვეტაევა - აკვარელი


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
30 აგვისტო, 2026

Марина Цветаева - Акварель 

მარინა ცვეტაევა - აკვარელი

სარკმელების ღიობები გადამუქდა,
ხევის სიო გაკმენდილი აღარ იძვრის,
ნათელია საღამო და მთვარის შუქმა
ნაძვს მოავლო პირველი და გრძელი სხივი.

ძირს დახარა ანგელოზმა  წმინდა მზერა,
აჩრდილების გამოკრთომით ხარობს ხალხი,
ფანჯრის რაფას მიყრდნობილა, არეს ზვერავს
ნაზი გოგო უმშვიდესი თაფლა თვალით.

30 აგვისტო, 2026 წ.


Марина Цветаева -  Акварель

Амбразуры окон потемнели,
Не вздыхает ветерок долинный,
Ясен вечер; сквозь вершину ели
Кинул месяц первый луч свой длинный.

Ангел взоры опустил святые,
Люди рады тени промелькнувшей,
И спокойны глазки золотые
Нежной девочки, к окну прильнувшей.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი