ჯორჯ გორდონ ბაირონი - სონეტის ავტორს, რომელიც იწყება სიტყვებით: „სევდიანია ჩემი ლექსი...“


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 სექტემბერი, 2026

George Gordon Byron - To The Author Of A Sonnet Beginning "'Sad Is My Verse,' You Say, 'And Yet No Tear.'" 

ჯორჯ გორდონ ბაირონი - სონეტის ავტორს, რომელიც იწყება სიტყვებით: „სევდიანია ჩემი ლექსი...“

1.
ეჭვგარეშეა, შენი ლექსი „სევდით“ სავსეა,
ეშმაკურ ნაღვლით, მაგრამ ნაკლებ გამჭრიახული,
რატომ ვიტიროთ, მეტისმეტად მიჭირს გარკვევა,
ალბათ რადგანაც გვებრალები ნაჭირნახული.

2.
თუმც მეცოდება უფრო მეტად იგი ამჯერად,
ლმობის ღირსია, რა მაქვს მასთან სასაყვედურო,
რადგან ღრმად მჯერა, უმწარესად დაიტანჯება,
ვინც წაიკითხავს სონეტს მისდა საუბედუროდ.

3.
ჯადოს გარეშეც შევძლებთ ერთხელ კითხვას რითმების,
შემდგომი ცდისას მოგვესჯება მათით წამება,
ტრაგიკულ ეფექტს ვერ მოახდენ გათილისმებით,
მოსაწყენია და სიცილიც კი არ წაგვსკდება.

4.
თუ მოგინდება მკერდთა დაჭრა, სისხლის დინება,
ტანჯვით გვაკვნესო ნაცნობები, ან მეგობრები,
თუ ნამდვილად  გსურს ჩვენი ახლად აქვითინება,
გვითხარი, ლექსებს წაგვიკითხავ განმეორებით.

15 სექტემბერი, 2026 წ.


George Gordon Byron - To The Author Of A Sonnet Beginning "'Sad Is My Verse,' You Say, 'And Yet No Tear.'"

1.

Thy verse is "sad" enough, no doubt:
A devilish deal more sad than witty!
Why we should weep I can't find out,
Unless for thee we weep in pity.


2.

Yet there is one I pity more;
And much, alas! I think he needs it:
For he, I'm sure, will suffer sore,
Who, to his own misfortune, reads it.


3.

Thy rhymes, without the aid of magic,
May once be read - but never after:
Yet their effect's by no means tragic,
Although by far too dull for laughter.


4.

But would you make our bosoms bleed,
And of no common pang complain -
If you would make us weep indeed,
Tell us, you'll read them o'er again.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი